პროექტის სახელი: ,,ჩვენ გვიყვარს ზღაპრები’’
აქტუალურობა: მოსწავლეებს გაუჩნდებათ დადებითი დამოკიდებულება უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებზე.გამოუმუშავდებათ პატივისცემის და თანადგომის უნარ-ჩვევები.
მიზნები/შედეგები: მოაწყობენ გამოფენას, დადგამენ სპექტაკლს.
შეფასების საგანი: ისტის გამოყენება,ზეპირი პრეზენტაცია,გამოფენა. მშობლები და მოწვეული სტუმრები აფასებენ მოსწავლეთა ნამუშევარს,უკეთებენ პოზიტიურ კომენტარებს.
მოსწავლეთა ასაკი: ათი, თორმეტი წელი.
წინასწარი ცოდნა: კითხვის,წერის,მოსმენის,თანამშრომლობის,ინტერნეტში სა
ჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი.
რესურსები: კომპიურერი,სახატავი მასალა, საღებავები,კოსტუმები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: შევარჩევთ თემას ,ვყოფ ჯგუფებად, ვანაწილებ მოვალეობებს,აგროვებენ ინფორმაციას: რა ადგილი უკავია ზღაპარს ბავშვის აღზრდის პროცესში, შეისწავლიან მოძიებული ზღაპრის მსგავსება განსხვავებებს,გაარკვევენ ამის მიზეზებს, როგორი თვისებების პერსონაჟები გვხვდებიან,საყვარელი ზღაპრიდან სიმღერის ატვირთვა, განასახიერებენ საყვარელ და საძულველ გმირებს , აკეთებენ ჩანახატებს გამოფენისათვის, მასწავლებლის დახმარებით დადგან სპექტქკლს. პროექტს მასწავლებლის დახმარებით განათავსებენ ბლოგებზე
სამუშაოს შესასრულებელი ვადის დადგენა: მასწავლებელი თანხმდება მოსწავლეებთან, რომ სამი კვირის განმავლობაში მშობლიური ენის, ხელოვნების, და მუსიკის გაკვეთილებზე იმუშავებენ პროექტზე.
No comments:
Post a Comment